Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მრცხვენია, რომ სამწუხაროდ ვიცნობ ადამიანებს ვაიოპოზიციიდან – მაია ბითაძე

მარშალ პრესი 22/03/2023
მაია ბითაძე

მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის „ფეისბუქ“ პოსტს, სადაც ის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილს წერს.

„ჩემი უდიდესი პატივისცემა მაკას !!! და მართლა მრცხვენია, რომ ვიცნობ სამწუხაროდ ადამიანებს – ვაი ოპოზიციიდან, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის დაუოკებელი სურვილის გამო, მზად არიან ფეხქვეშ გათელონ ყველაფერი – სამშობლო, კოლეგები, ადამიანები და თავად არც კი იციან რა წერია ასოცირებაში, რამდენი კანონი დარჩა მისაღები და ძალიან ხშირად, იმიტომ რომ მარტივად-არ იციან, არ წაუკითხავთ, სწორედ ასოცირების ვალდებულებებს აპროტესტებენ!“, – წერს მაია ბითაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილის მისამართით წერს, რომ „საქართველოს სირცხვილია“, რომ ის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა და არ ეგონა, თუ „რუსულ დეზინფორმაციაში ასე ჩაეწერებოდა“.

Post navigation

Previous: იმედია ჩვენმა აზერბაიჯანელმა თანამოქალაქეებმა იციან, რომ ლევან ხაბეიშვილი ცნობილი მასხარაა – გია აბაშიძე (ვიდეო)
Next: ევროსაბჭოდან გარიცხული რუსეთის პირობებში, მის აპარატში მუშაობს რუსეთის 90 მოქალაქე, მათ შორის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მოქმედი გენერლის ვაჟი, რომელსაც ევროსაბჭოში ანტიკირუფციული პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.