IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება