ამ დროისთვის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი საწოლფონდის 65% დატვირთულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგძე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის საქართველოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილია 600 საწოლი საავადმყოფოებში, დატვირთვა არის 65%. ამ დატვირთვის შემთხვევაშიც, არის რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები სასტუმროებში გადავიყვანოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დააკავეს ჯგუფის წევრები, რომელიც მასზე და მის შვილებზე...