IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელმაც საზოგადოებას თავი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად გააცნო, პროკურატურაში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

მისი თქმით, ის არ ენდობა ექსპერტიზას და მოითხოვს მისი პირადი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი უკან დაუბრუნონ.

ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

„მე აღარ ვენდობი ექსპერტიზას. მოვედი, რომ წავიღო ლეპტოპიც და მობილურიც. ეს არ იყო სუიციდი. იმიტომ, რომ თამარი სამსახურს ეძებდა და მუშაობდა იმისთვის, რომ იმ კომპანიაში აეყვანათ. ჩემი დნმ-ი აღებული აქვთ. არ ვიცი იქ რა ანალიზი მოხდა ჩემზე..“,- ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება