7 ნოემბრისა და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა – ირაკლი კობახიძე

321
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

7 ნოემბრისა და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტის მომზადებას გულისხმობს.

„7 ნოემბრის და 20 ივნისის ერთმანეთთან შედარება პრინციპულად არასწორია და ეს არის იმ დანაშაულის გამართლების მცდელობა, რაც თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა. 7 ნოემბერი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების უზურპაციის გამოხატულება იყო, ეს იყო თავისუფალი მედიის მიტაცების გამოხატულება და როცა ამას 20 ივნისს ადარებ, პრინციპულად არასწორია. ერთადერთი, რითაც შეიძლება ერთმანეთს 7 ნოემბერი და 20 ივნისი შევადაროთ, ეს არის ის, რომ ორივე შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ ცდილობდა ხელისუფლების უზურპაციას, თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში – 7 ნოემბერს და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში – 20 ივნისს.

ორივე შემთხვევაში ეს იყო „ნაცმოძრაობის“ მიერ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა, პირველ შემთხვევაში ეს მათ მოახერხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მეორე შემთხვევაში, მათ ეს ვერ მოახერხეს. ეს არის ერთადერთი მსგავსება 7 ნოემბერსა და 20 ივნისს შორის, დანარჩენ შემთხვევაში ეს შედარება არის აბსოლუტურად მიუღებელი და სინამდვილის გამრუდების მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება