„მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი “ექაუნთით” ვიღაცას მისწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ “სქრინი” არის საერთოდ “ფეიკი“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე.
„ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:
- “ბიჭო”
- “გაძუყვნა”
- “ჩაიჯვი”
- “მიწიდან ამოგთხრი”
- “კეთილები”
დაბოლოს, ყველაზე მაგარი – “ვირთხავ”. ამან დაგლიჯა. ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ, უფრო ხარისხიანი „ფეიკი“ შეგექმნათ. ან როდის იყო, “მესინჯერში” ვინმესთვის რამე მიმიწერია? გამორთული მაქვს, იდიოტებო. ტექსტიც ან ქალის დაწერილია, ან – გეის.
გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ „ნაცების“ შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? „ნაცებო“, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ, ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ჰოდა, ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად არ დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მით უმეტეს ისინი, ვისაც ასეთი ბინძური “ფეიკებისთვის” გამოგიყენებენ!“ – აღნიშნავს სამხარაძე.

