Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ოპოზიციაში განგაშია – კეზერაშვილს 5 მილიონ 60 ათასის გადახდა დაეკისრა

მარშალ პრესი 21/03/2023
კეზერაშვილი

სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დავით კეზერაშვილს 5 მილიონ 60 ათასი ევროს (ეკვივალენტი ლარში} გადახდა მაინც დაეკისრა.

„დავით კეზერაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.03.22 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე, მესამე პუნქტების შეცვლის საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულით მიღებული ზიანის ანაზღაურება 5 060 000 ევროს ეკვივალენტით ლარის ოდენობით.

ალექსანდრე ნინუას მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დავით კეზერაშვილს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით. დავით კეზერაშვილის მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.”– განაცხადა მოსამართლე ოთარ სიჭინავამ.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს საქმე მიმართულია ტელეკომპანია “ფორმული”-ს გასაჩერებლად და თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად.

Post navigation

Previous: პრემიერის კომენტარი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე
Next: რეგიონის ქვეყნებში, საქართველოს გარდა, აქტიურად გამოიყენება სათვალთვალო მობილური პროგრამები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.