IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პარტია „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდებს, ნუ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. ის პარტიის წევრებს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს, საქმით დაკავდნენ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნა შეწყვიტონ.

“ევროპული საქართველო” უკაცრავად, დებილების დოღია, თუ ხალხი გონიათ გონება სუსტი? ენმ-ს და მის ლიდერ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მოგება (გინდაც ერთპიროვნულად)  უნდოდეს, ეს ნიშნავს, რომ გინდა თუ არა “ერთპიროვნული მმართველობა” უნდა? თან ამ “ერთპიროვნულობაზე” საუბარი ოლიგარქ ივანიშვილის მართლაც “ერთპიროვნულ”  მმართველობასთან შედარების კონტექსტში,  სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდებაა.

მორჩით ღია კარის მტვრევას და ენმ-სთან კონფრონტაციული თემების თითიდან გამოწოვას, ამით რასაც მიაღწევთ მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს ამომრჩეველს გაიუცხოვებთ და ვაკესა და მთაწმინდაზე თქვენს კანდიდატებს ხმას აღარ მისცემენ და ამით იმ ივანიშვილის საქმეს გააკეთებთ ვისაც ამბობთ, ვებრძვითო.

ამ დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო გამოხდომით, ქოცების საქმეს რომ აკეთებთ ვერ ხვდებით? და კიდევ, მეტი არაა ჩვენი  მტერი, ბატონი ბოკერია და თქვენ იყოთ  “მომავალი” და სააკაშვილი და ენმ (რომელიც მძიმე დროს მიატოვეთ)  “წარსული”! თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ! 

მთავარი ოპოზიციური პარტიის და მისი ლიდერის ოპოზიციონერობას  მოეშვით და ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებით დამარცხებაზე კონცენტრირდით! თქვენს საქმეს მიხედეთ, საქმეს!“, – წერს ბარამიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება