Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა

მარშალ პრესი 16/04/2022
„პრესტიჟი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, რეგიონული ტურნეს ფარგლებში თელავში ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“ დაათვალიერა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ კოლეჯს თანამედროვე სტანდარტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორიები აქვს.

მთავრობის მეთაურს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კოლეჯის რექტორმა კოტე დოლიძემ მიაწოდა. კოლეჯის რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სასწავლო შენობის სრული რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 575 000 ლარი, ხოლო აღჭურვისთვის 715 000 ლარი დაიხარჯა.

ახლად რეაბილიტირებულ კოლეჯში სწავლა არაერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარეობს. გარდა საკვალიფიკაციო პროგრამებისა, კოლეჯი ახორციელებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო მიმართულებით.

პროფესიულ კოლეჯში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Post navigation

Previous: გიორგი ჩაკვეტაძე: აკერმანის რევოლუციური გეგმის ნაწილი ყოფილა ,,აგრესიულად დააბრალე ის, რაშიც გამხილეს”, დღეს აპირებს ომისა და ღალატის პარტიის ხელმძღვანელების დავალებით მათი ახალგაზრდული ჩვენს ოფისთან პერფორმანსის მოწყობას
Next: ირაკლი ღარიბაშვილი თელავში, „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.