„არ ვუსურვებ გოლეთიანს და მის ჯგუფს, რომ გაუგებრობაში მოყვნენ – ამ თამაშიდან აუცილებლად წაგებულები გამოვლენ“

999
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
“საპროტესტო აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. თუ ამას ვარლამ გოლეთიანი და მისი თანამზრახველები აპირებენ, გასაგებია, მაგრამ იქ თუ ზუსტად ის პოლიტიკური პროტესტის მოთხოვნები გაიჟღერებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აყენებს, ბუნებრივია, ეს მათთვის სრულიად წამგებიანი იქნება. სხვა საკითხია, როცა ენმ ცდილობდა ამ საპროტესტო მუხტის გამოყენებას, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ 23 მაისს ახალი პოლიტიკური მოთამაშე ლევან ვასაძე გამოჩნდეს. ის სიმპათიებს ამ აქციის და ახალგაზრდების მიმართ არ მალავს. შეკითხვა მებადება, კი ბატონო, თუ ვასაძე ამბობს, რომ ის რიგითი პროტესტის გამომხატველი იქნება, აპირებს პოლიტიკური მოთხოვნების დაყენებას და რა სახის? თუ ეს პროტესტი გაგრძელდა სხვა პოლიტიკური მოთამაშეები როგორ მოიქცევიან? იქნება თუ არა ვასაძის და გოლეთიანის მოთხოვნები უნისონში?”- კითხულობს გია აბაშიძე for.ge-სთან.
რაზე არის რეალურად დამოკიდებული ამ აქციის და პროტესტის პოლიტიკურ კონტექსტში გადაყვანა? ანალიტიკოსი ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, ამ ჯგუფმა პოლიტიკური მოთხოვნა უკვე გააჟღერა და განაცხადეს, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადამდგარიყო. თუმცა ამ მოთხოვნამ ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა ვერ ნახა, ამიტომ მალევე გაქრა. ვნახეთ ასევე მარქსისტულ-ლენინისტური მოთხოვნები – მიწა ხალხს და ქარხნები მუშებს, ამ კომუნისტურმა მოწოდებებმაც ფართო მხარდაჭერა ვერ ნახა. ამიტომ თუ ეს ადამიანები კონკრეტულ პრობლემაზე არიან შეკრებილები და მხოლოდ ამაზე იქნებიან კონცეტრირებულები, მაშინ ხელისუფლებას მოლაპარაკების კარის კიდევ უფრო ფართოდ გაღება შეუძლია.

„როგორც კი იქ მოთხოვნები დადგება, გადადგეს ესა თუ ის მინისტრი და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, მაშინვე ყველა მიხვდება, რომ კონკრეტულ სოცილურ პრობლემებზე ორიენტირებული ადამიანები კი არა, არამედ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის დანამატია. არ ვუსურვებ ვარლამ გოლეთიანს და მის თანამოაზრეებს, რომ ამ გაუგებრობაში მოყვნენ. ამ თამაშიდან აუცილებლად წაგებულები გამოვლენ. ვხედავ, რომ ამ პროტესტის გამო არიან ადამიანები გაერთიანებულები, რომლებსაც ჰესების პრობლემა დიდად არ ესმით. მხოლოდ სათაურებით და ზედაპირული განცხადებებით ლაპარაკობენ. მივესალმები ნებისმიერ პროტესტს თუ ის კანონის ფარგლებში ჯდება“, – ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება