IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ბათუმის „ხოფას ბაზრობა“ არ გაიხსნება, იუსტიციის სახლი კი დღეს განაახლებს მუშაობას, რადგან ყველა თანამშრომელს აუღეს კორონავირუსზე ტესტი და ინფიცირების სხვა შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

ბათუმის იუსტიციის სახლი გუშინ მას შემდეგ დაიხურა, რაც უწყების თანამშრომელს COVID19 დაუდგინდა.

გასული 24 საათში აჭარაში ჩატარდა 2 700 PCR კვლევა, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 ადამიანს.

ერთი შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება, 7 „ხოფას ბაზრობას“. ინფიცირებულია იუსტიციის სახლის თანამშრომლის ოჯახის წევრებიც.

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება