IMG.GE IMG.GE

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების გეგმასთან კავშირს უარყოფს და უკრაინელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ სკანდალურ ინფორმაციას ემიჯნება, ამის შესახებ ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

“სიამოვნებით ვიქნებოდი ანტიპუტინური მოძრაობის სპიკერი და კურატორი,მაგრამ ასეთი მოძრაობა არ არსებობს !
არანაირი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას პოლიტიკურ ლიდერობასთან დაკავშირებით არ მაქვს !
კიევში ბოლოს ოთხი წლის უკან ვიყავი,მას შემდეგ მიშას არც ახლო და არც შორეულ გარემოცვასთან კონტაქტი არ მქონია !
თუ ამ სცენარში არჩეული ვარ იმ ნიშნით,რომ ჩემი ქვეყნის მომავალს ნატოში და დასავლეთთან ვხედავ,სწორად ვარ არჩეული !
#რუსეთიოკუპანტია!
p.s.ცხადია კატეგორიულად ვემიჯნები ძალადობის მცდელობებს,ყოველგვარ ქაოსს,დაკვეთილ მკვლელობებს და არეულობის გზით ხელისუფლების შეცვლის პოლიტიკურ ინსინუაციებს !
მივესალმები რომ ქილერი (თუ კურიერი)დაკავებულია და ოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა !
იმედია,გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს !
თუ სუსს ჩემთან კითხვები ექნება,მზად ვარ დაკითხვაზე ნებისმიერ დროს მივიდე !” – წერს ელისო კილაძე

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლის სქემა გაშიფრა და მტკიცებულებებიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, გაბუნიას მოკვლის გეგმაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ჟურნალისტი ელისო კილაძე – იხილეთ უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული სტატია:

უკრაინელი ჟურნალისტები ელისო კილაძეს, მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ – როგორი იყო სქემა

კომენტარის დატოვება
IMG.GE