IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„საფრანგეთმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში ვიზიტი გადადო, რომელიც 14 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, საქმეს უკავშირდება.

„მოლაპარაკებების არსებულ პირობებში გამართვის შემთხვევაში, ნდობას ვერ დავიმსახურებთ,” – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ვიზიტის გადადების შესახებ გაცხადება სამინისტროს პრესსპიკერმა აგნეს ფონ დერ მუჰლმაც გააკეთა.

„შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით და რუსეთის ხელისუფლებასთან აზრთა გაცვლის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე რუსეთ-საფრანგეთის საბჭოს შეხვედრა გადაიდო“, – აღნიშნა მან.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება