Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ხალხის ძალამ“, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენიღბული და ხელშეუხებელი იყო

მარშალ პრესი 19/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მიღწეულ შედეგებს აჯამებს.

„თავისი ჩამოყალიბებიდან ნახევარ წელიწადში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“: გამოააშკარავა „გლობალური ომის პარტიის“ არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით; უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად; ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა – რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათეულობით წლების განმავლობაში;

ხელი შეუწყო ე.წ. ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას; გამოააშკარავა და საკუთარ თავზე მიიღო ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბების ფაზაში მყოფი ე.წ. „დავარცხნილი ოპოზიციის“ მიერ ლიბერალური ფაშიზმის გამოხტომები; საზოგადოებაში „კუ-კლუქს-კლანისა“ და ლიბერალური ფაშიზმის იდეების ჩანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება; ამ ეტაპზე, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მაიდანის“ და ახალი „რევოლუციის“ მოწყობის გეგმა; გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, პრაიდის ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით; მხარს უჭერს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც უკვე ქვეყნის პრესტიჟისა და პრინციპის ამბავია; მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში, ღირსეული საქართველოს ერთიან და ღირსეულ დასავლურ ოჯახში მიღების სახით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ყველას, ვინც მისგან განსხვავებული აზრისა და მიუღებელი პერსონის „მარკირებას“ ცდილობს, უნდა დაერქვას სახელი: „წითელი ინტელიგენცია“ – ბოლშევიკური სულისკვეთებითა და ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებით!
Next: მზად უნდა ვიყოთ, ნებისმიერ დროს შეიძლება აყირავდეს ეს ხელისუფლება – პაატა მანჯგალაძე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.