Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნატო გოგელიამ იცოდა, რომ იმ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო

მარშალ პრესი 19/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირის, მამუკა ანდღულაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას აფასებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა იცოდა აღნიშნული პირის როგორც ოჯახური, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაინც პროვოკაციაზე წამოაგო.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი არამხოლოდ ერთი ჟურნალისტის, არამედ მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.

„რა მნიშვნელობა აქვს ვის და რატომ უჭერს ის კაცი მხარს, ან მოგვწონს თუ არა ჩვენ მისი პოზიცია… ნატო გოგელიამ, ნოდარ მელაძის ჟურნალისტმა იცოდა, რომ იმ გაუბედურებულ ადამიანს ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა, ობლებს მარტო ზრდიდა და თვითონაც მძიმე ავადმყოფი იყო. ამის მიუხედავად, მივიდა, გაუჩალიჩა, პროვოკაციაზე წამოაგო და დააჭერინა. ესაა ნაცმოძრაობა და მისი ხასიათი. მისი ჟურნალისტიც ასეთია, ტელევიზიაც, აქტივისტიც, ლიდერიც, ლექტორიც, მასწავლებელიც, პროპაგანდისტიც და პატრონიც. ესაა მისი რეალური, ბოროტი სახე!!!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: აი, ოდნავადაც რომ არ მეცოდება – ნატო გოგელია მამუკა ანდღულაძეზე
Next: როგორც ჩანს, თქვენს მოწოდებებში ორმაგ სტანდარტს იყენებთ – თამთა მეგრელიშვილი მარინა კალიურანდა და მარკეტა გრეგოროვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.