Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

მარშალ პრესი 18/03/2023
336184491_206571852018398_133318294357518867_n

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

„ბრატისლავაში შევხვდით სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.“ – წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თსუ-ს აუდიტორიიდან გარეთ გამოსულ სტუდენტებს პროვოკატორმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პროვოკატორსა და სტუდენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა
Next: დროა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ვინაა ხალხი ამ ქვეყანაში და არა ის ,,ახურებული,, პროვოკატორები – ჯამბულ გამცემლიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.