IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების მორიგი სასამართლო სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატ ზაქრო გვიშიანის განცხადებით, პროცესზე, სავარაუდოდ, საქმის ოქროს მოწმეები გამოიკითხებიან.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოწმეებმა შესაძლოა, გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია შეცვალონ, თუმცა მათ მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას მტკიცებულების ძალა მიეცემა.

„ვფიქრობთ, რომ უკვე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც არიან მთავარი ფიგურანტები, ოქროს მოწმეები. ესენი არიან: ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ქათამაძე და ღიბრაძე. ვფიქრობ, ვერ ექნებათ სამართლებრივად გამართული პასუხები, რადგან ჩვენებები არის ბევრჯერ შეცვლილი. გვაინტერესებს, რა ახსნა ექნება იმ გამოკითხვის ოქმებს, რომლებშიც არის სხვადასხვა ფაქტობრივ მონაცემზე საუბარი და სხვადასხვა ინფორმაცია მოწოდებული, ვინც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ამ შესაძლებლობას ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში სრულყოფილად გამოვიყენებთ.

შესაძლოა, ვიხილოთ განსხვავებული ჩვენებები. მტკიცებულებით ძალას მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იძენს სასამართლოში იძენს”, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება