Skip to content
21/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნუ დასხდებით ახლა რუსულ ნარატივზე და ზახაროვას მესიჯბოქსებით არ დაიწყოთ საუბარი, უხერხულია – თინა ხიდაშელი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

მარშალ პრესი 18/03/2023
თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ეხმიანება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით:

“საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე!

რუსული რიტორიკის ტყვეობის ქვეშ რომ არ მოექცეთ, აგერ ზახაროვა ამბობს არ გვეხებაო, არ აქვს სასამართლოს ჩვენზე უფლებებიო და მსგავსი მცირედი განმარტება ვისაც აინტერესებს სინამდვილეში როგორაა ეს ამბავი.

– მართალია რომ რუსეთი არ არის ICC-ს მონაწილე ქვეყანა;
– მართალია რომ არც უკრაინა არ არის.

თუმცა არსებობს მესამე პირობაც, როდესაც შეუძლია ICC-ის გამოძიების დაწყება, დაპატიმრების ორდერების გაცემა და სხვა. სამი პირობიდან ერთი უნდა იყოს სახეზე, ან წევრი ქვეყანა, ან წევრის ტერიტორიაზე, ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომელსაც აღიარებული აქვს იურისდიქცია (State that has accepted the jurisdiction of the Court) და პირდაპირ პროკურორის შუამდგომლობით.

სწორედ ეს პირობა არის სახეზე ამ შემთხვევაში. ამიტომ კიდევ ერთხელ, ნუ დასხდებით ახლა რუსულ ნარატივზე და ზახაროვას მესიჯბოქსებით არ დაიწყოთ საუბარი, უხერხულია!
ამასობაში სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ ამ მიმართვაზე, რომელიც 2022 წლის 2 მარტს შევიდა ჰააგაში, ჩვენს მთავრობასაც აქვს ხელი მოწერილი.”- წერს თინა ხიდაშელი.

Post navigation

Previous: ვულოცავ ჩემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პუტინის დამარცხებას, თქვენც გილოცავთ “ქოცებო” – ლამარა სესიაშვილი (ვიდეო)
Next: აუცილებლად მკაცრ პასუხს მიიღებთ – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.