„ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ახალ არჩეულ მერთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკეთ მოემსახუროს ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს და უპასუხოს გამოწვევებს, ”- ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კუჭავა აირჩიეს.

359
წაკითხვა/ნახვა
mpn

,, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩოხატაურელ ამომრჩევლებს, 2 ოქტომბერს, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის, რომელმაც „ქართული ოცნების“ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუპოვა. მეხუთე მოწვევის მუნიციპალური საკრებულო, წინა მოწვევის საკრებულოებიდან იმით განსხვავდება, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად, წარმოდგენილია საკმაოდ მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, რაც შესაძლებელი გახდა მმართველი ძალის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვილებების შედეგად. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა მზად ვარ ვითანამშრომლო საკრებულოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და ცალკეულ წევრთან. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ახალ არჩეულ მერთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკეთ მოემსახუროს ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს და უპასუხოს არსებულ გამოწვევებს,” – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

კომენტარები
mpn
მოწონება