Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა

მარშალ პრესი 17/03/2023
ლევან ჭოტორლიშვილი

“ორასი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე მწერალი გვყავდა. მას შემდეგ რაც გავთავისუფლდით 2003წელს, ოც წელიწადში უკვე 126 მწერალი დაგროვდა, განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა. ფეზუაშვილის და ამაღლობელის წიგნებს ხომ ვერ მათხოვებთ?”- წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი.

“რუსეთის გუბერნია რომ ვიყავით, ორასი წლის განმავლობაში სულ რამდენიმე მწერალი გვყავდა:

გრიგოლ ორბელიანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, ჯავახიშვილი, გამსახურდია, გალაკტიონი, ლეონიძე, ტიციანი და პაოლო, ნიკო სამადაშვილი, დუმბაძე, ძმები ჭილაძეები, რეზო ინანიშვილი, დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, გივი გეგეჭკორი, გურამ ასათიანი. ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი, ლევან გოთუა, იოსებ გრიშაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, იოსებ ნონეშვილი, ჯემალ ქარჩხაძე, ანა კალანდაძე, გურამ რჩეულიშვილი. დავუმატოთ ამას ერლომ ახვლედიანი, სულიკო ჟღენტი., მიხეილ ქვლივიძე და მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, რეზო ჭეიშვილი და რეზო გაბრიაძე. მაქსიმუმ 60-70 მწერალი გამოდის ორი საუკუნის განმავლობაში. ქალბატონებთან ბოდიში რომ გენდერული ბალანსი ვერ დავიცავი. გრიგოლ რობაქიძე პრინციპულად არ შევიყვანე სიაში. არ მიყვარს ტაკიმასხარები და ფაშისტები.

მას შემდეგ რაც განვთავისუფლდით 2003წელს, ოც წელიწადში უკვე 126 მწერალი დაგროვდა. ზოგი ამბობს არ არის ეგ საბოლოო ციფრი, კიდევ სამი მაგდენი გვყავსო. განსაკუთრებით დამაინტერესეს ივა ფეზუაშვილმა, ტორესა მოსმა და რატი ამაღლობელმა. ფეზუაშვილის და ამაღლობელის წიგნებს ხომ ვერ მათხოვებთ? ორშაბათს დაგიბრუნებთ.”- წერს ლევან ჭოტორლიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: 7 წლის ბიჭს მდუღარე წყალი გადაესხა, ოჯახი დახმარებას ითხოვს
Next: წითელარმიელი ინწელიგენციის” “ტროიკები” არ ცხრებიან – გია აბაშიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.