თეა წულუკიანი სალომე სამადაშვილს – ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი კი კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს!

497
წაკითხვა/ნახვა
mpn

ირაკლი ალასანია არასდროს კაცის მკვლელი არ ყოფილა, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს! – ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს მიმართა.

წულუკიანმა სამადაშვილს მისი პარტიული კუთვნილება შეახსენა, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.

“დღეს ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ – ისინი ყვირიან მუზეუმს ანგრევენო, ვინც ან მუზეუმს ანგრევდა ან მუზეუმი რომ ინგრეოდა, ხმას არ იღებდა. ისინი ყვირიან, რომ თურმე ჩვენ ვიღაცას ვაწამებთ, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო. ეს არ არის სიძულვილის ენა – ის ვინც პატიმარს აუპატიურებდა, არის გამაუპატიურებელი! ის ვინც კლავდა, არის მკვლელი – ერთ-ერთი დღეს გალიიდან გველაპარაკება. ეს ალბათ სიძულვილის ენაა, მაგრამ ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ქალბატონო სალომე რომელ პარტიას წარმოადგენდით და ზემოთ რატომ აინაცვლეთ, ესეც ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა სალომე სამადაშვილის მისამართით.

თავის მხრივ, კულტურის მინისტრს სამადაშვილმა მოუწოდა, “საკუთარი შხამი, ბოღმა და ცხოვრებისადმი უკმაყოფილება სხვაგან გამოხატოს, ხოლო პარლამენტში დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი“.

კომენტარები
mpn
მოწონება