IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ჩვენი მოდელის თანახმად, „მწვანე ზონაში“ ვართ, რადგან ასი ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება ათს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დღეს ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის არის რვა. იმის მიუხედავად, რომ ერთეული შემთხვევები გაიზარდა და რამდენიმე ათეულიც კი იყო ზოგიერთ ადგილზე, მაინც ჯამურად ამ მაჩვენებლით ჯერ კიდევ ვრჩებით „მწვანე ზონაში“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,  თამარ გაბუნიამ.

„ყვითელი ზონაა“, როცა უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მეტად დავიცვათ რეგულაციები, განსაკუთრებით, როცა თავშეყრის ღონისძიებებთან მიმართებაში ეს არის ათიდან ოცდაათამდე ახალი შემთხვევების რაოდენობა ასი ათას მოსახლეზე ორი კვირის განმავლობაში. თუ ეს გადააჭარბებს დაუშვათ ოცდაათს, შემდეგ უკვე არის განგაშის შედარებით მაღალი ზონა, რაც საჭიროებს ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება