Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რას ჩააცივდით ამ საქართველოს, რა გინდათ ამ ქვეყნიდან? – კახა კალაძე

მარშალ პრესი 17/03/2023
კახა კალაძე

დარწმუნებული ვარ, დღეს, საქართველოს სხვა ხელისუფლება რომ ჰყავდეს, აი ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტს ხმაურობენ, აქ გვექნებოდა უბედურება”- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 მარტს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედი ლაივ”-ში სტუმრობისას.

“რატომ არის მცდელობა, რომ აჯანჯღარონ სახელმწიფო, ხელისუფლება, დაასუსტონ, როგორმე ჩამოიშორონ. პარალელურად, განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით ხომ არ შენელებულა!

თქვე დალოცვილებო, რას ჩააცივდით ამ საქართველოს? რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ჩვენზე განვითარებული ქვეყნები ხართ, ჩვენზე ძლიერი ეკონომიკები გაქვთ, ჩვენზე მეტი ხალხი ცხოვრობს თქვენ ქვეყნებში, გამოდით და იომეთ, ვინ დაგიშალათ? საქართველომ არ იომა? არ მიიღო თავისი წილი უბედურება?

რა გინდათ ამ ქვეყნიდან? ძლივს მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მივისწრაფით ევროპისკენ.

რატომ უნდა იყოს დაძაბულობა, ომი, გადაბუგული ქალაქები, ლტოლვილი მოსახლეობა, კიდევ ეს გვინდა ჩვენ?”- განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: ლიკა ბასილაია ცდილობს, საზოგადოებას თავი მოაჩვენოს ევროპული ორიენტაციის დამცველად, თუმცა არასდროს გამოსდის, მისი რიტორიკის ევროპული „გარსის“ შიგნით მოჩანს მკაფიოდ გამოკვეთილი ბოლშევიზმი
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025