შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ან აღიარებენ მარცხს და შემოვლენ პარლამენტში, ან დაიშლებიან, როგორც ეს „ევროპულ საქართველოს“ დაემართა

205
წაკითხვა/ნახვა

უკვე არასერიოზულია „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა, მათ თვითონ ჩაიყენეს თავი დილემურ სიტუაციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ორი გზა დარჩა.

„ვფიქრობ, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა-არყოფნისა და შესვლა-არშესვლის დილემა მოსაბეზრებელია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. ვხედავთ, როგორი განცხადებები კეთდება. ვნახეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დროა ჩამოყალიბდნენ. პარტია არის, ჰყავს მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა და უკვე არასერიოზულია მათი ქცევა, დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება, რაც თავად მოახერხეს. მათ სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, ორი გზა არის – ან აღიარებენ საკუთარ მარცხს, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და შემოვლენ პარლამენტში, ან დარჩებიან ქუჩაში და ისევე დაიშლებიან, როგორც ეს „ევროპულ საქართველოს“ დაემართა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები
მოწონება