Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება

მარშალ პრესი 17/03/2023
კახა კალაძე

თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვის და გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული.

„ვანო მერაბიშვილმა ვინ უნდა გადაატრიალოს? მას არც ფიქრის შესაძლებლობა აქვს, არც ფიქრის უნარები აქვს და რა უნდა გადაატრიალოს მერაბიშვილმა და ხაბეიშვილმა? თქვენ ხომ იცით რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული. შენ შეგიძლია გამოხვიდე, გარკვეული საკითხები გააპროტესტო რაღაც ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა გააკეთო. თუ ვინმე გაბედავს და დააპირებს, რომ რაღაც დაპირისპირება მოაწყოს, სისხლისღვრა, რევოლუცია მოაწყოს, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს
Next: დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის ანა გარდაცვლილი ნახეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.