Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 17/03/2023
პირველი არხი

საქართველოს პირველი არხი პასუხობს ამავე ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის ერთობლივ განცხადებას:

“შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა – მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია.

მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები მაგალითს უნდა წარმოადგენდნენ თითოეული თანამშრომლისთვის, რათა ცხადი იყოს, თუ რა მიზნებს ემსახურება ეს ორგანიზაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ის, ვინც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მისწრაფებებს და სარედაქციო დამოუკიდებლობას, თავად ცდილობს ამის დარღვევას.

საქართველოს პირველი არხი არის და იქნება საკუთარი მისწრაფებების ერთგული. ის არის და იქნება ევროპული ინსტიტუცია, რომლისთვისაც სწორედ მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება. მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებას ვიცავთ საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით და დისკუსიათა წარმოების მაღალი სტანდარტით.”- ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემაზე:

Post navigation

Previous: საზ.მაუწყებლის ბორდის ოპოზიციონერი წევრი, განსხვავებული მოსაზრების მქონე პირის გათავისუფლებას ითხოვს (ვიდეო)
Next: იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილზე განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.