Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი მორალური სიცხადის აუცილებლობაზე საუბრობს

მარშალ პრესი 16/03/2023
ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჩვენს სტერეოტიპებზე აპელირებით, ოცნება ახერხებდა ყველა სიტუაციაში გამომძვრალიყო. შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან, რის ხარჯზე გამოძვრნენ – „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძვრნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გასულ კვირას, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე, პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილი იყო ძველ თაობებში, თუმცა, ახალი თაობისთვის აღარაფერს ნიშნავს ომის საფრთხე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიში.

„გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც „აბა ომი გინდათ?“, „აბა ნაცები გინდათ?“ – აღარაფერს ნიშნავს, ცარიელია ეს ფრაზები მათთვის და ძალა დაკარგა მათმა [ქართული ოცნების] პროპაგანდამ.“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ასევე თვლის, რომ საქართველოში მორალური სიცხადის დრო დადგა.

Post navigation

Previous: ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ – რაგბის კავშირის პრეზიდენტი
Next: “აი ასეთი იქნება სინამდვილეში განახლებული მოედანი თეატრის წინ – ავთანდილ თალაკვაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.