IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სვანეთში დაკარგული ილია ფილფანის მშობლები საქმეში ინტერპოლის ჩართვას და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვენ.  ამის შესახებ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„ვერანაირი ვიდეო ჩანაწერი ვერ იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ბავშვი ქვეყნის საზღვრებს გარეთაა გასული. არის აფხაზეთის და ოკუპირებული ცხინავლის ფაქტორები. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მას დაეხმარნენ ქვეყნის დატოვებაში ან გაიტაცეს“, – ამბობს ბავშვის მამა.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება