Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაციონალური მოძრაობა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 16/03/2023
ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს.

ვანო მერაბიშვილი არის “ენმ”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ, გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად.

ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.

კიდევ ერთხელ, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი.”- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: უნდა გავიფერთხოთ – ლევან ხაბეიშვილი
Next: ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ – რაგბის კავშირის პრეზიდენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.