IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არაა, ის არის ძალიან მხდალი პიროვნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„სამწუხაროა ამას რომ ვამბობ ისეთ ადამიანზე, რომელიც წლების წინ საქართველოს ხელმძღვანელობდა. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი კარტიკატურული ფიგურა, ჩვეულებრივი მატყუარა, რომელიც სულ იტყუებოდა, მთელი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იტყუებოდა შემართებით და ამ ტყუილს ამატებდა იმას, რომ ძარცვავდა, ცემდა, კლავდა, სამშობლოს მიწა-წყალს აბარებდა მტერს. დღეს მას შეუძლია მხოლოდ ტყუილი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ქვეყნის მთავარსარდალი როგორ იყო მიწაზე გართხმული და როგორ არცხვენდა ამით ყველა ქართველს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ის იყო ძალიან დიდი მატყუარა, უბრალოდ მაშინ საზოგადოებამ ეს ტყუილები გაატარა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება