Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაც.მოძრაობის ყოფილი წევრი ამჯერად ეკა გიგაურთან დასაქმდა

მარშალ პრესი 16/03/2023
მარიამ გერსამია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, საბურთალოზე ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ გერსამია, მუშაობას ეკა გიგაურთან, “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოში” გააგრძელებს – ამის შესახებ გერსამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიაპროექტებს უხელმძღვანელებს. მარიამ გერსამია მადლობას უხდის ეკა გიგაურს ნდობისთვის და აცხადებს, რომ მთელი გულით ემსახურება საქართველოს.

“ამიერიდან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შესანიშნავ გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ვუხელმძღვანელებ მედიაპროექტებს. ძალიან დიდი მადლობა ეკა გიგაურს და გიორგი ონიანს ნდობისთვის და მათი იმ შემართებისთვის, რომელიც საქართველოს განვითარებას დღეს ასე სჭირდება.

ამ სიახლესთან ერთად, ვტოვებ „მედიახმის“ თავმჯდომარის პოზიციას და როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელს ძალიან მიხარია, რომ #მედიახმას ძალიან სანდო გუნდის და ახალი მენეჯმენტის ხელში ვტოვებ. წარმატებებს ვუსურვებ თეონა ცხომელიძეს (აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე), მაია ტორაძეს (გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე) და ახალგაზრდების ბრწყინვალე გუნდს. ვრჩები თქვენს დიდ გულშემატკივრად! ჩვენ, ყველა ერთად, ყოველდღე, მთელი გულით – ვემსახურებით საქართველოს!” – წერს მარიამ გერსამია Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გურიის რეგიონში სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
Next: აფხაზეთიდან დაბრუნებულმა ბრაიზამ ახარა ქართულ ხელისუფლებას, რომ აფხაზური მხარე მზადაა აწარმოოს ქართველებთან მოლაპარაკება და დე-ფაქტო ხელმძღვანელების მიერ წამოყენებული წინასწარი პირობების თაობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.