Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ფრანკლინის კლუბისა” და “გირჩის” წარმომადგენლები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში

მარშალ პრესი 16/03/2023
ირაკლი კობახიძე

„ლიბერალური ფაშიზმი არის ძალიან საშიში იდეოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ იდეოლოგიის გავრცელების პრევენცია,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების მისამართით ბულინგზე და აღნიშნა, რომ “ფრანკლინის კლუბისა” და “გირჩის” წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს.

„სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ავლენენ ეს ორგანიზებული ჯგუფები საკუთარ მისწრაფებებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპორტსმენებზე იყო საუბარი, სპორტსმენებზე ბულინგი. თქვენ ნახეთ რომ ორმა სპორტსმენმა გააკეთა განცხადება, ბევრი გვყავს გამორჩეული, მაგრამ მათ შორის გამორჩეული სამი იყო, ვინც გააკეთა განცხადება. აქედან ორი თავის დროზე იყო განსაკუთრებული ბულინგის ობიექტი იგივე ადამიანების მხრიდან.

აბულინგებდნენ, მაგალითად, თორნიკე შენგელიას იმისათვის, რომ გადავიდა “ცეესკაში”, წარმოუდგენელი მოვლენა იყო. თორნიკე შენგელია რომ გმირია, მან აჩვენა ამ ბოლო თამაშებშიც. წარმოიდგინეთ მან ოთხ დღეში ჩაატარა სამი თამაში სამ სხვადასხვა ქვეყანაში. შენ რომ არ იყო პატრიოტი და იყო “გირჩელი” ამას არ გააკეთებდი. თორნიკე შენგელიამ დაამტკიცა რომ არის ნამდვილი პატრიოტი, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო ბულინგი, როდესაც მას გაუკეთეს კაპიტნის სამკლავური, როდესაც “რუბინიდან” მოდიოდა. ანუ, მას სცეს პატივი და აქაც, მერე, რომ ვნახულობდი ამ ადამიანების „ფეისბუქ“ პროფილებს , რომლებიც ახლა იყვნენ ბულინგში ჩართული, ესენი იყვნენ “ფრანკლინის კლუბისა” და “გირჩის” წარმომადგენლები, იგივე ადამიანები, ვინც დეპუტატებზე აწარმოებდნენ ბულინგს, პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც თორნიკე შენგელიას, ისე ხვიჩა კვარაცხელიას ბულინგში თავის დროზე. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რასაც საქართველოში არ შეიძლება გასაქანი ჰქონდეს. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რის პრევენციაზეც ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ ზუსტად მაშინ გამოვიხმეთ კანონპროექტი, როდესაც სახელმწიფომ თავისი რესურსი აჩვენა – ირაკლი კობახიძე
Next: როცა დასჭირდათ, ფსევდო პროამერიკელმა ძალებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დრაკონულია “ფარა”, რომ ამ კანონების მიღების შემთხვევაში ევროპაში ვინ მიგვიღებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.