IMG.GE ___________________________________ IMG.GE

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გენადი მარგველაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელის არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიას შეეხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ და დიპლომატმა გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არსებობს და განსაკუთრებული ყურადღება სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პროგრამებზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ ისრაელი აგროპროექტების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა და მისი გამოცდილების გაცნობა ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებზე საუბრისას, გენადი მარგველაშვილმა ისრაელის ელჩს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ერთ კვირაში პრეზენტაციას გამართავს, სადაც მისი სამომავლო საგანმანათლებლო საქმიანობაზე უფრო მეტი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება