გზა გახსნილია, რამაც საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად უნდა გადააქციოს – დავით ბერძენიშვილი

651
წაკითხვა/ნახვა

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ფეისბუქში წერს:

“ნიკა მელია დანამდვილებით გამოდის ევროგირაოთი. გიორგი რურუა გარეთაა პრეზიდენტის აქტით.

ბრიუსელის და ქართული პასუხისმგებლობიანი ოპოზიციის ერთობლივად გააზრებული, კვალიფიციური პოლიტიკით ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოხერხდა მათი ღირსების შენარჩუნებით.

ახლა გზა გახსნილია უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილელებებისკენ, სხვა არსებითი რეფორმებისკენ, რამაც საქართველო ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნად უნდა გადააქციოს კოალიციური მმართველობით, მართლმსაჯულების, თვითმმართველობის რეფორმით და ა.შ.

ხელმომწერი პარტიები და განსაკუთრებით ცალკეული დეპუტატები, რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ წავიდნენ, ხდებიან ქართული პოლიტიკის რეალური ლიდერები, რაც მომდევნო ორივე არჩევნებში დადასტურდება ელექტორალურად.
ვულოცავ ნიკა მელიას ევროპულ აღიარებას, ევროგირაოთი გათავისუფლებას.
აწი ოპოზიციის ორივე შემადგენლის თანამშრომლობის დროა და არა ნიშნის მოგების.”– წერს ბერძენიშვილი.

კომენტარები
მოწონება