Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა

მარშალ პრესი 15/03/2023
336246515_972906040362186_1339205027552972981_n

დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნა

კულტურის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები- ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

წლების განმავლობაში, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება 1, 600 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურის სახლი როგორც სოფელ მატნის, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ახალი დანიშნულების ადგილად და მიზიდულობის ცენტრად იქცა.

კულტურის სახლში განთავსებულია სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებს სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო წრე.

ხლად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში დაახლოებით 35 მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში, ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
Next: გესმით ხომ? ფაქტობრივად გვეუბნებიან, თუ ამ ხელისუფლებას შეცვლით, ევროკავშირში გაწევრიანდებითო – ზვიად ავალიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.