IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთი მართვითი სუნთქვიდან მოიხსნა.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. გონზე არიან, ადეკვატურები, კონტაქტურები, მათი მდგომარეობა უკეთესია, გართულებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება.

მართვით სუნთქვიდან ერთი საერთოდ მოხსნილია, 2 კი მართვითი სუნთვის გამარტივებულ რეჟიმში იმყოფება, ალბათ, სრულად მალე მოიხსნებიან“,-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება