Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობოები და ყოფილი სახალხო დამცველი საზოგადოებას გახლეჩისკენ მოუწოდებენ

მარშალ პრესი 15/03/2023
გივი მიქანაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, საზოგადოება ხედავს რეალურად რა მიზნები ამოძრავებთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით.

„ეს შეიძლება ითქვას, რომ ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა, რაც ძალიან საგანგაშოა.

როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სახალხო დამცველი საჯაროდ საზოგადოებას გახლეჩისკენ მოუწოდებენ, ცდილობენ დააბულინგონ არამარტო პოლიტიკოსები, არამედ მათი ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და საზოგადოებაში შეიტანონ განხეთქილება, ამით ისინი კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს.

ხდება მათი ლუსტრაცია გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება ხედავს თუ რა მიზნები, რა რეალური ზრახვები ამოძრავებთ ამ ადამიანებს და კიდევ ერთი, ისინი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ყველანაირ მეთოდზე მიდიან მათ შორის, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია და ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს სათანადოდ აფასებს.“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

Post navigation

Previous: პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა
Next: იბრძოლეთ ახალგაზრდებო, ოღონდ სახეს ნუ დაკარგავთ! – ნანა ლორთქიფანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.