Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოების სახელით ისაუბროთ?

მარშალ პრესი 15/03/2023
თამთა-მეგრელიშვილი2-640x464-1

„ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?! საზოგადოების სახელით ისაუბროთ?!“– წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის სტატუსის შესახებ. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია.

„ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია.

და თქვენ, ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ, ვინ მოგცათ უფლება, ქართული სახელმწიფო შეურაცხყოთ და საზოგადოება დაყოთ?! საზოგადოების სახელით ისაუბროთ?! თქვენ უკვე მერამდენედ შეურაცხყოფთ ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს. თქვენთვის პოლიტიკური უხერხულობა უცნობია?!“- წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
Next: პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.