კიევში პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, აქცია იმართება

485
წაკითხვა/ნახვა
mpn

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი ოდენობა. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის პოსტიდან გათავისუფლებასაც.

ამასთან, სააგენტო „უნიანს“ 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება მოჰყავს. საუბარია ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ მათ აქვთ ინფორმაცია 1-2 დეკემბერს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გეგმასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის ჩართვის მცდელობაზე.

კომენტარები
mpn
მოწონება