Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება ამ ახალგაზრდა კაცს – რატომ უფუჭებთ ცხოვრებას, რად გიღირთ ეს ყველაფერი?

მარშალ პრესი 14/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთ სტუდენტს, დავით ჩხობაძეს 1000 ლარი ჩაურიცხა. როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საგანგაშოა ლექტორის წინააღმდეგ პროტესტის ფულის სანაცვლოდ გამოხატვა.

მისივე თქმით, არანაკლებ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კომკავშირული დავალებების მიცემის გამო, სტუდენტს უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება.

„საგანგაშოა, როდესაც ირკვევა, რომ სტუდენტს ლექტორის წინააღმდეგ განცხადებას ფულის სანაცვლოდ აკეთებინებენ. ახლა უწევს საბანკო ამონაწერის დამალვა და თავის მართლება ამ ახალგაზრდა კაცს. რატომ უფუჭებთ ცხოვრებას, რად გიღირთ ეს ყველაფერი. რა უბედურებაა ბოლშევიკური და კომკავშირული დავალებების მიცემა. ხვალ და ზეგ რომ გაათვითცნობიერებენ, რა გააკეთებინეთ ამ ბავშვებს, მოგიტრიალდებიან და დედას გიტირებენ ნაცებო დამიჯერეთ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: დღეს საშინელი ფაქტი ვიხილეთ – ევროკავშირის დროშის დაწვით, ფაქტობრივად, საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მისწრაფების სურვილი ფეხქვეშ გათელეს
Next: საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025