IMG.GE IMG.GE

საქარველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” გუნდს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო “ნიუპოსტმა” გაავრცელა. როგორც პარტია “ლელოში” აცხადებენ,  მარგველაშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ექსპრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში, სიის პირველი ნომერი იქნება.

მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ამჟამად ყველაზე ახლოს სწორედ  “ლელოსთანაა”. მან გუშინ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მედიასთან დაადასტურა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება