Skip to content
30/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები

მარშალ პრესი 14/03/2023
რატი იონათამიშვილი

“ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას – ორივე კატეგორიულად მიუღებელია – ასე აფასებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის ფაქტს.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ასეთ აქტს სამართლებრივად უმკაცრესად გაეცეს პასუხი.

“ეს არის ძალიან ბნელი და მავნებლური პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის ევროკავშირს ამოფარებული რადიკალების ჯგუფი, მეორე მხარეს, თითქოს ანტიევროპულ მისწრაფებებს ამოფარებული ასევე რადიკალების ჯგუფი. ერთ აქციაზე წვავენ წიგნებს, მეორეზე კი დროშას – ორივე კატეგორიულად მიუღებელია. ფაქტია, რომ ხშირად რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტების გარე სპიკერებად გვევლინებიან ხოლმე კრებითი სიმონიანები და ასეთი რადიკალური დაჯგუფებები. შესაბამისად, აუცილებელია, ნებისმიერი ასეთი საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული აქტი იყოს სამართლებრივად უმკაცრესად პასუხგაცემული”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

Post navigation

Previous: პოლიციამ პარლამენტის წინ ევროკავშირის ახალი დროშა აღმართა
Next: ჩემს შეურაცხყოფას ყველას ვაპატიებ და შევუნდობ, მაგრამ ჩემი შვილისას – არავის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.