Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც დასასრულს უახლოვდება

მარშალ პრესი 16/04/2022
პრემიერ-მინისტრი

სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დასასრულს უახლოვდება, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წლების მანძილზე უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 671 000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ის სულ მალე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა.

კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები და დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

დღესვე, პრემიერ-მინისტრი სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ წყალმომარაგების საკითხი კვლავ აქტუალურია. პრემიერმა შესაბამისი თანამდებობის პირებს საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა.

ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი,თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული იმყოფებოდნენ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან ერთად, კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს
Next: კულტურის სამინისტრო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობას იწყებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025