„ თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი“ – ავთანდილ თალაკვაძე.

152
წაკითხვა/ნახვა
mpn

დღეს, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოქალაქეთა მიღება გამართა, სადაც არსებული საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა.

„ განვაგრძობ თანამოქალაქეებთან პირდაპირ და უშუალო კომუნიკაციას. მათთან ერთად განვიხილავ პრობლემებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებთ და პირველ რიგში უნდა მოგვარდეს. ეკონომიკა – სამართლიანი სოციალური დაცვის მექანიზმები, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი,“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მერიაშ მოქალაქეთა მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

კომენტარები
mpn
მოწონება