დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“ – დავით ქართველიშვილი

471
წაკითხვა/ნახვა
mpn

დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით – ნორმალურია? – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია. „საოცრება მოვისმინე! დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! ჩემი ძმა იყო შს მინისტრის მოადგილე და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურიაო (?!). ანუ მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით – ნორმალურია? და ამ დროს ფარულად რომ გიღებენ მინისტრის მოადგილეს, ესეც ნორმალურია? რამე სხვა მაინც მოგეფიქრებინათ, უბადრუკებო!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები
mpn
მოწონება