Skip to content
13/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!

მარშალ პრესი 14/03/2023
დავით კაჭარავა

კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ პასუხი! – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა.

როგორც კაჭარავა აღნიშნავს, ნახავს, რამდენი გაბედავს სიმართლის დაწერას, რომ გამოიყენეს.

„კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!! ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს წერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!

კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ პასუხი! ვნახავ რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს! 07/03/2023 – დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია! ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი!

90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით რუსეთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე რომ კითხვაც არ დამისვა, – რა ხდება კაჭიო?!“, – წერს დავით კაჭარავა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვინ წარმოიდგენდა, რომ გასული საუკუნის 1937 წლის „დიდი ტერორის“ ეს მოარული ფრაზა, 2023 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაგვიბრუნდებოდა
Next: საქართველოში საზრდოობს ლიბერალიზმის ისეთი რადიკალური გამოხატულება, რომელიც ფაშიზმისგან არაფრით განსხვავდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.