IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„რუსეთში გერმანიის ელჩი, ბერლინის მხრიდან ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისივე თქმით, მოსკოვი ბერლინისგან მტკიცებულებებს ელის.

„ბერლინისგან ყველა მონაცემის მოწოდებას ველით, მათ შორის ლაბორატორიული კლევების პასუხებს. ასევე რამე „მტიცებულებას“, რასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს. გერმანიის ელჩს სმოლენკაზე ველოდებით. კარტების გახსნის დროა, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ბერლინი ცრუობს და ბინძურ პოლიტიკურ ალიაქოთშია,“- წერს ზახაროვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება