Skip to content
11/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიახ, სწორედაც პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება

მარშალ პრესი 14/03/2023
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმიანება. როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს მათ ხელთ არსებული იარაღს – „კრიტიკულ მედიას“ და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.

„ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა “თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს მეტასტაზივით მოედოს საქართველოს.

ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები.

ცხადია ისინი ვერ მართავენ “გრძელი დანების ღამეს”, ვერ აწყობენ ნიურნბერგულ, მასშტაბურ ყრილობებს, შავ ფორმებში გამოწყობილნი ვერ მარშირებენ, მაგრამ მაქსიმალურად იყენებენ მათ ხელთ არსებულ შეიარაღებას – “კრიტიკულ მედიას” და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.

ირაკლი კობახიძე – ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად.
ეს იყო ერთგვარი “საუკუნის პიარ-თაღლითობა”.

დიახ, სწორედაც პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება მათი უმთავრესი პრიორიტეტია
Next: 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.