Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა

მარშალ პრესი 14/03/2023
5D82DE93-4001-46F8-8C3D-A218EDF617EC

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა  ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

თბილისში,  ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის  ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები.

ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.

როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის  საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

Post navigation

Previous: როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ხარ და ამავდროულად, უცხოური გავლენის აგენტი ხდები, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები
Next: აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.