IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა გაიგო, რომ მოზარდები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, სამარშუტო ტაქსიში თავად ჩასვა და მათი სოფელში დაბრუნება სცადა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ.

კახეთში, ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება